პირველი, რასაც იგრძნობდნენ, ეს არის პოლიტიკური კლასის სიფარჩაკე. ეს არის უდავო და ეს იქნებოდა მათთვის სერიოზული პროფესიული დარტყმა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“მმართველი გუნდის პოლიტიკური კლასი ძალიან ღარიბი გამოდგა. აიღეთ ნებისმიერი პასაჟი და მოუსმინეთ, რაზეც ის საუბრობს და მოუსმინეთ “ქართული ოცნების” ლიდერებს, იმდენად ღარიბი და ღატაკია მათი პოლიტიკური ლექსიკონი, რომ წარმოუდგენელია. პირველი, რასაც იგრძნობდნენ, ეს არის პოლიტიკური კლასის სიფარჩაკე. ეს არის უდავო და ეს იქნებოდა მათთვის სერიოზული პროფესიული დარტყმა”, – აცხადებს ხერხეულიძე.
კითხვაზე, აპირებს სააკაშვილი სხვა პროცესებსაც დაესწროს და შინაარსში შევიდეს, პასუხობს, რომ მან იცის, რომ სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს ორ პროცესს დაესწროს.
“მას ხიბლავს ასეთ კონკურენციაში შესვლა. მას მოწონს ასეთი ფორმატი და მე ვფიქრობ, რომ ეს მისთვის არც დამღლელი იქნება და არც მომაბეზრებელი”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.