თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 2021 წლის 29 ნოემბერს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახედ სასამართლომ, პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატის თქმით, ბესიკ თამლიანი პროტესტის ნიშნად, შიმშილობას იწყებს.