ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ნახა და იცის, რომ იგი მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის გამო ძალიან ნერვიულობდა.
სააკაშვილის თქმით, მას ეუბნებოდნენ, რომ ციხეში ძალიან პატარა საკანში იქნებოდა, არ ექნებოდა საკმარისი საკვები, ჰიგიენური პირობები და ა.შ.
ექსპრეზიდენტის ინფორმაციით, გადაწყვეტილი იყო, რომ კახა ბენდუქიძე უკრაინის ეკონომიკის მინისტრად და ვიცე-პრემიერად უნდა დანიშნულიყო, თუმცა ბიზნესმენი მოულოდნელად გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გამოძიება მას ამჯერად სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ედავება.