როგორ მივიღოთ ბიზნეს სესხი?
ბიზნეს სესხის აღება ხშირ შემთხვევაში ხანგრძლივ პროცედურებთანაა დაკავშირებული. ბიზნესის წამოწყებისა თუ განვითარების მსურველს, დაფინანსების მოსაპოვებლად, უწევს ბანკში რამდენჯერმე მისვლა, რიგში დგომა, მრავალრიცხოვანი საბუთების შეგროვება - რაც საფინანსო ორგანიზაციასთან ურთიერთობას ნამდვილად დამღლელ და არასასიამოვნო პროცესად აქცევს.
დღესდღეობით, ტექნოლოგიების განვითარებისა და დროის დეფიციტის ეპოქაში, თითოეულ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, ადამიანები უპირატესობას ისეთ მომსახურებასა და სერვისს ანიჭებენ, რომლის მიღებაც მარტივად, ზედმეტი პროცედურების გარეშე შეიძლება.
ამის ნათელ მაგალითად შეიძლება განვიხილოთ „ემბისი“, სადაც ბიზნეს სესხის მიღება სწრაფადაა შესაძლებელი. 100,000 ლარამდე ბიზნეს სესხს „ემბისი“ მინიმალური დოკუმენტაციითა და გამარტივებული პროცედურით გასცემს.
სესხის ასაღებად საჭიროა მომხმარებელმა ონლაინ შეავსოს განაცხადი - მიუთითოს სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, თანხა, რომლის სესხებაც სურს და დაელოდოს როდის დაუკავშირდება კომპანიის წარმომადგენელი. „ემბისი“ მინიმალურ დროში განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს. კომპანიის სერვის ცენტრები საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი, შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მარტივად მიაკითხონ მათთვის მოსახერხებელ ფილიალს და მიიღონ თანხა ბიზნესის წარმატებისთვის.
"ემბისი" ზრუნავს მომხმარებლის დროისა და ენერგიის დაზოგვაზე და სესხის გასაცემად ითხოვს მინიმალურ დოკუმენტაციას.
ბიზნეს სესხის ასაღებად საჭიროა მხოლოდ ID ბარათი ან პასპორტი. პიროვნება უნდა ფლობდეს ბიზნესს ან იყოს თვითდასაქმებული მეწარმე. უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში კი მოითხოვება შესაბამისი გარანტია.
თუ დაინტერესებულ პირს ბიზნესისთვის 10,000 ლარამდე დაფინანსების მიღება სურს, MBC ამ თანხას ე.წ. გირაოს გარეშე გასცემს, სხვა შემთხვევაში კი საჭიროა სესხის უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა.
„ემბისი“ ბიზნეს სესხს არა მარტო ბიზნესის წამოწყების, გაფართოებისა და განვითარებისთვის გასცემს, არამედ კომპანია განიხილავს ბიზნეს იდეებსაც და აფინანსებს სტარტაპებს - მეტიც, დაინტერესებულ პირებს უსასყიდლოდ აძლევს ფინანსურ რჩევებსა და უწევს ბიზნეს კონსულტაციას.
რა უპირატესობები აქვს MBC-ის ბიზნეს სესხს?
„ემბისი“ განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს და დაფინანსებას სთავაზობს არა მხოლოდ იმ პირებს, ვისაც ბიზნესი აქვს, არამედ თვითდასაქმებულებსაც.
გარდა ამისა, „ემბისი“-ში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ინდივიდუალური, შემოსავლებზე მორგებული გადახდის გრაფიკით. ასევე, მსესხებელს ეძლევა საშუალება, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს 6 თვემდე საშეღავათო პერიოდი. სესხის მაქსიმალური ვადა ზემოთხსენებულ ორგანიზაციაში 120 თვით განისაზღვრება.
თუ ბიზნესის მესაკუთრეს, ან თვითდასაქმებულ პირს უკვე აქვს სესხი სხვა ორგანიზაციაში, „ემბისი“ აძლევს პორტირების შესაძლებლობას. პორტირება მოკლე დროში, სწრაფი და გამარტივებული პროცედურებით ხდება და მომხმარებელს აძლევს საშუალებას ისარგებლოს მაქსიმალურად მასზე მორგებული პირობებით.