ამის შესახებ მან ამ წუთებში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში არაერთი რეფორმა განხორციელდა, რომლითაც ის ამაყობს და ამაში სამინისტროს და მის გუნდს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
“ბოლოს მინდა დავძინო, რომ სამწლიანი მუშაობის შემდეგ, განვლილი კონსულტაციების შედეგად პრემიერთან, გადავწყვიტე ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პოლიტსაბჭოში” – განაცხადა ტიკარაძემ.