“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ეხმიანება.
“ანტივაქსერმა ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი ორი ქალი მოინელა-ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი და აწ უკვე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
მისი მეორედ წასვლა იმაზე მწარე იქნება, ვიდრე პირველი.” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგა. ამის შესახებ მან ამ წუთებში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში არაერთი რეფორმა განხორციელდა, რომლითაც ის ამაყობს და ამაში სამინისტროს და მის გუნდს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
“ბოლოს მინდა დავძინო, რომ სამწლიანი მუშაობის შემდეგ, განვლილი კონსულტაციების შედეგად პრემიერთან, გადავწყვიტე ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პოლიტსაბჭოში” – განაცხადა ტიკარაძემ.