მეგობრებო, სიტუაცია არის ცხადზე ცხადი და ამის მიზეზია მხოლოდ და მხოლოდ ტვ “პირველი” ხელისუფლების გეგმა ასეთია- ან დაიჭერენ ვატოს მამას ,საქმეზე, რომელსაც არც დაზარალებული ყავს და არც მომჩივანი( სრული აბსურდი!!!) – ასე ესმიანება ტვ “პირველის” ერთერთი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესის მიმდინარეობას.
“ძალიან მოკლედ,მეგობრებო,სიტუაცია არის ცხადზე ცხადი და ამის მიზეზია მხოლოდ და მხოლოდ ტვ “პირველი” ხელისუფლების გეგმა ასეთია- ან დაიჭერენ ვატოს მამას, რომელსაც არც დაზარალებული ყავს და არც მომჩივანი( სრული აბსურდი!!!) ან დაადებენ იმხელა ყადაღას მისი ოჯახის ქონებას, რომ ტელევიზია წაიღონ და ასე დაასრულონ ჩვენი ხელით ნაშენები ,ნაომარი , ორი კამერით და მიკროფონით დაწყებული და დღეს მოკაშკაშე არხი!!! მინდა ,რომ ვცდებოდე, მაგრამ გარდაუვლად ვხედავ ამ პროცესს. P.s- პარტიულ და პოლიტიკურ ტრაკის თამაშებზე, ჩემი ცხოვრებიდან სწორედ ამ პერიოდში უეცრად გაუჩინარებულ ადამიანებზე (ვაიმე, დედა, სუსმა არ გაიგოს,გრიგოლიას რომ ვკითხო,ხომ მშვიდობა გაქვთო) და ასეთ რამეებზე წერის აზრს ვერ ვხედავ.მინიმუმ ახლა….ამაზე მერე,მოგვიანებით… მანამდე ტელევიზიაა გადასარჩენი და ველი “სასამართლოს ,,საბოლოო ვერდიქტს!” -წერს ინგა გრიგოლია.
“შეიძლება შეხედულება არ მიწყობს ხელს, მაგრამ ისეთი დებილი არ ვარ, რომ ვიღაცას 16 მლნ მივცე და არ დამიბრუნოს, ან ხაზარაძე-ჯაფარიძეს რაში სჭირდებოდა ბანკის „გადაგდება“ ან მე რაში მჭირდებოდა, – ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით იკითხება.
“დღეს ვარ პენსიონერი, ჩემს თავს ვეძახი ბიზნესმენს. დაახლოებით 200-300 მილიონის ბრუნვა ჰქონდა კომპანიებს 2007-2008 წლებში, როდესაც კომპანიებს ვფლობდი”, – განაცხადა წერეთელმა და უპასუხა ადვოკატის კითხვას, რომლის თანახმადაც, ბრალდება მას ედავება, თითქოს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ფულის დაუფლებაში დაეხმარა.
“მე საიდან უნდა ვიცოდე ამ თანხების დაუფლებაზე, ვინ რას დაეუფლა. ისეთი დებილი არა ვარ, რომ ვიღაცას 16 მილიონი მივცე და მერე არ დამიბრუნოს. ან ხაზარაძეს ჯაფარიძეს რაში სჭირდებოდა ბანკის „გადაგდება“, ან მე რაში მჭირდებოდა. როდესაც მთხოვეს სესხი, ამას წინ უძღოდა წინა წლები – მათ ნასესხები ჰქონდათ დიდი თანხები და დაბრუნებულიც ჰქონდათ”, – განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.