ჰონკონგელი მეცნიერების განცხადებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტის, „ომიკრონის“ წინააღმდეგ „ფაიზერისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების 2 დოზა ანტისხეულების საკმარის დონეს არ გამოიმუშავებენ, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
ჰონკონგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა რეკომენდაცია აღნიშნული ვაქცინების მესამე დოზების რაც შეიძლება მალე გაკეთებას გაუწიეს.
მეცნიერებმა „ფაიზერითა“ და „სინოვაკით“ ორჯერ აცრილი 25-25 ადამიანი გამოიკვლიეს. მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინირებულთაგან „ომიკრონის“ გასანეიტრალებლად საკმარისი ანტისხეულების რაოდენობა მხოლოდ ოთხს ჰქონდა, „სინოვაკით“ აცრილებში კი არცერთს.
გასულ კვირას, ვაქცინების მწარმოებელმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის ბუსტერ დოზების გაკეთება ანტისხეულების დონეს 25-ჯერ გაზრდის, რაც ახალ ვარიანტთან ბრძოლის შანსებს გააუმჯობესებს.