გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი აცხადებს, რომ ნაფიცი მსაჯულებისგან გამამართლებელ განაჩენს ელოდებოდა.
მისი თქმით, მომხდარი დიდი ტრაგედიაა, რომელსაც მთელი ცხოვრება ზურგით ატარებს.
„ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ველოდი, რადგან მე არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მხრებით მაინც მთელი ცხოვრება უნდა ვატარო“, - აღნიშნა მერაბ კობიაშვილმა.