ცოტა ხნის წინ დატოვა უკრაინის რადას დეპუტატმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი. ლიზა იასკო აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავს ცუდად გრძნობს და გადაადგილება უჭირს.
იასკოს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ელოდება 21 დეკემბრის აქციას, რათა დამტკიცდეს ქართველი ერის ერთიანობა. გარდა ამისა, კარგ შეფასებას აძლევს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.
სამწუხაროდ, ის თავს გრძნობს ძალიან სუსტად. ექიმებმა სთხოვეს რამოდენიმე ვარჯიშის გაკეთება, მაგრამ პალატაში გადაადგილება უჭირს.
მიხეილ სააკაშვილი ემზადება 21 დეკემბრისთვის და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა მოვიდეს, რათა დამტკიცდეს ქართველი ერის ერთიანობა. ის მოხარულია პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლით, პრეზიდენტმა პირველად ამდენი წლის განმავლობაში დაასახელა ის პრობლემები, რომელიც ქვეყანაშია. ეს არის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კრიზისი.
ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა, რადგან ქვეყანას სჭირდება ცვლილებები იმისათვის, რომ განვითარდეს - განაცხადა ლიზა იასკომ
21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს, მისი თანამებრძოლები და მხარდამჭრები დიდი აქციას აანონსებენ. პარალელურად, ცენტრი ,,ემპათია" დაკვნის საბოლოო დეტალებს აზუსტებს და დოკუმენტს ხვალ გაასაჯაროვებს.
ამ დროისთვის მიხეილ საკააშვილთან მისი ადვოკატი, ნიკა გვარამია, იმყოფება. მოგვიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შევა ,,დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია.