„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, სასურველია პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შესაძლო წამების ფაქტებს გამოიძიებს.
„რამდენიმე დღის შემდეგ მინდა ჩემს კოლეგებთან კონსულტაციები მქონდეს, რათა პარლამენტში შეიქმნას მიხეილ სააკაშვილის წამების გამოსაძიებელი კომისია, რომელიც დეტალურად დაადგენს, დოკუმენტირებულად, იმას, თუ რა მოხდა, რასთან გვქონდა საქმე. მე ვფიქრობ, ეს დოკუმენტაცია და ეს დასკვნაც უნდა გაეგზავნოს ყველა იმ საერთაშორისო ინსტიტუტს. მე ამასთან დაკავშირებით ვისაუბრე მიხეილ სააკაშვილთან“, – განაცხადა მან “მთავარი არხის” ეთერში.
ამასთან, დეკანოიძემ დღეს ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან აღნიშნა, რომ სააკაშვილის ფიზიკური მდგომაროება საგრძნობლად დამძიმებულია. როგორც დეკანოიძე ამბობს, რომ ბოლო ორ კვირაში სააკაშვილმა 7 კილო დაიკლო.