დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამზე ინფიცირების 2 შემთხვევას იკვლევენ. როგორც მან „რუსთავი 2“-თან კომენტარში განაცხადა, ჯერჯერობით ყოველდღიურად მსგავსი საეჭვო შემთხვევები ბევრი არ არის.
„10 შემთხვევას ვსწავლობდით, რომელთაგან უმრავლესობაში „დელტა“ და „დელტა+“ დადასტურდა. 2 შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, რომელზეც უფრო მეტი ეჭვი გვაქვს. ყოველდღიურად ასეთი ერთ-ორი შემთხვევა მოდის. ჯერჯერობით საეჭვო შემთხვევები ბევრი არ არის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.