„ამჟამად ქვეყანაში „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა დადასტურებული“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.გამყრელიძის თქმით, „ომიკრონი“ 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა.
„დღევანდელი მონაცემებით, „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა ქვეყანაში ლაბორატორიულად დაფიქსირებული, როგორც სეკვენირებით, ისე სპეციფიკური PCR ტესტებით. ასევე, კვლევაშია კიდევ რამდენიმე ათეული შემთხვევა. 18 წლამდე 5 ბავშვი გახლავთ, აქედან ერთი არის სტაციონარში, მაგრამ მას ძირითადი, სხვა დაავადება აქვს, ამის გამოა სტაციონარში და არა „ომიკრონი“ ინფიცირების გამო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.