„ნაციონალურმა მოძრაობის“ ოფისთან გაშლილ მოშიმშილეების კარვებში მედიის წარმომადგენლები ვეღარ შევლენ.
პარტიაში აცხადებენ, რომ მოშიმშილე ადამიანის ორგანიზმი დღითი დღე სუსტდება, ამიტომ, კოვიდრეგულაციების დაცვიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტები კარვის შიდა ტერიტორიაზე აღარ შევიდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან 11 კარავია გაშლილი.
მოშიმშილეების მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.