თბილისში აღმაშენებლის ხეივანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ტაქსს შეეჯახა და ახლომდებარე მარკეტში შევარდა.
ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.