სულ ცოტა ხნის წინ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ახალი საშობაო ბარათი გაავრცელეს, სადაც ისინი სპორტულ სამოსში გამოწყობილი შვილებთან, არჩისთან და ლილბეთთან ერთად პოზირებენ. ამ ფოტოს ინტერნეტში უდიდესი გამოხმაურება ჰქონდა, რადგან საზოგადოებამ პირველად იხილა 6 თვის ლილიბეთი.
ცოტა ხანში კი ბუკინგემის სასახლემ,
დედოფალ ელისაბედის ყოველწლიური მილოცვა გაავრცელა, სადაც მონარქმა პრაქტიკულად ,,არ შეიმჩნია” პრინცი ჰარი და მეგან მარკლი. ინსაიდერები წერენ, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ საშობაო ქარდი არა ოფიციალურია. დედოფლისთვის მიუღებელია ჯინსის სამოსი ოფიციალურ ფოტოზე და ასევე წარწერა Happy Holidays, მაშინ როცა სამეფო ოჯახი ტრადიციისამებრ საშობაო ბარათს Merry Christmas-ის წარწერით ავრცელებს.