სახლი ის ადგილია, სადაც დროის დიდ ნაწილს ვატარებთ და ჩვენთვის ყველაზე მყუდრო სივრცეს, სიმშვიდის და კომფორტის ზონას წარმოადგენს. ამიტომაც ბუნებრივია მასზე ვზრუნავთ, ვუვლით და ვუფრთხილდებით. ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ ჩვენი საცხოვრებელი ადგილის რაიმე ფორმით დაზიანება, თუმცა თუ ფაქტის წინაშე მაინც მოგვიწია დადგომა, დიდი ალბათობით, ეს მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული. ასეთი ხარჯებისთვის მუდმივად მზად არავინაა. ჩვენი საცხოვრებელი სივრცის წინასწარი დაზღვევა კი საშუალებას გვაძლევს მშვიდად ვიცხოვროთ და დაზიანების შემთხვევაში, სადაზღვევვო კომპანიას მივმართოთ. მაინც რა შემთხვევებს ფარავს ბინის დაზღვევა? თიბისი დაზღვევაში ბევრად მეტს აზღვევთ, ვიდრე გგონიათ.
ბინის დაზღვევა რომ გონივრული გადაწყვეტილებაა, ამაში მაშინვე დარწმუნდებით, როგორც კი თიბისი დაზღვევაში შემუშავებული ნაკრების პირობებს გადახედავთ. ეს ნაკრები ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევას მოიცავს:
• მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება;
• კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი გამოსვლით მიყენებული ზიანი;
• ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი გამოსვლით მიყენებული ზიანი;
• ხანძარი და აფეთქება;
• სტიქიური მოვლენები;
• ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი.
როგორც ხედავთ, აქ ყველა ის რისკია გათვალისწინებული, რაც ბინას აზიანებს და ჩვენ მნიშვნელოვან ფინანსურ დარტყმას გვაყენებს. ბინის დაზღვევა კი ამ ყველაფერზე ზედმეტი დარდისგან გვანთავისუფლებს.
ეს ნაკრები ნერვიულობას მაშინაც აგვარიდებს, თუ ჩვენი მიზეზით მეზობლის ბინას დავაზიანებთ. მესამე პირთა მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო პირობაა. ნაკრების კიდევ ერთი უპირატესობა გაქირავებული ბინის დაზღვევაა. იმ შემთხვევაში თუ ბინას აქირავებთ, დამქირავებლის მიერ მიყენებულ ზიანსაც თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს.
რას ვაზღვევთ ბინის დაზღვევით?
ბინა ჩვენი საცხოვრებელი ადგილია, რომელიც ჩვენთვის ოთხ კედელზე მეტია. სწორედ ამ პრინციპითაა შედგენილი თიბისის ბინის დაზღვევის ნაკრებიც - აზღვევთ უფრო მეტს, ვიდრე ბინის კდელებია - თქვენ იღებთ ბინაში არსებული რემონტის, მოპირკეთების, საყოფაცხოვრებო და ელექტრო ტექნიკის და ავეჯის დაზღვევასაც. მათი დაზიანების შემთხვევაში, ლიმიტის მიხედვით მიიღებთ ანაზღაურებას.
ანაზღაურების ლიმიტები ხელშეკრულებაში წინასწარაა განსაზღვრული. მაგალითად, ბინაში განთავსებული ავეჯი და ტექნიკა დაზღვეული მაქსიმუმ 20 000 ლარით გექნებათ, შიდა მოპირკეთების და რემონტის დაზიანება კვადრატულ მეტრზე 300 ლარით იზღვევა, მესამე პირთა მიმართ თქვენი პასუხისმგებლობაც კვადრატულზე 300 ლარით განისაზღვრება, ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი კი 10 000 ლარი იქნება.
სად და როგორ შევიძინოთ ბინის დაზღვევა
თუ ამ ნაკრებით დაინტერესდით, მის შეძენას, მარტივად, სულ რამდენიმე წუთში შეძლებთ. თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე შეგიძლიათ დამატებით პირობებს გაეცნოთ და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნაკრები ონლაინ შეიძინოთ. სადაზღვევო პოლისს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.
ნაკრების ღირებულება 12 ლარიდან იწყება და საბოლოო ფასი დამოკიდებულია დასაზღვევი ბინის საერთო ფართზე და ასევე იმ ფაქტზე, აქირავებთ თუ არა მას. გაქირავებული ბინის დაზღვევის შემთხვევაში, გადასახდელი თანხა მცირედით იმატებს. დაზღვევის შესაძენად ერთადერთი დოკუმენტი რაც დაგჭირდებათ, თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობაა.
თიბისი დაზღვევის ციფრულ პლატფორმაზე შეძლებთ როგორც ბინის დაზღვევის შეძენას, ასევე ყოველთვიური პრემიების გადხდას და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ონლაინ ანაზღაურების მიღებასაც. მრავალფეროვანი დისტანციური სერვისები ბევრად გაგიმარტივებთ კომპანიასთან კომუნიკაციას და დაგიზოგავთ დროს, რადგანაც ყველა საჭირო მოქმედებას ვებგვერდის საშუალებით შეასრულებთ.
გაუთვალისწინებელ შემთხვევებს წინ ვერ აღვუდგებით, მაგრამ მოულოდნელი ფინანსური ზიანისგან თავის დაზღვევა კი ნამდვილად შეგვიძლია. ისარგებლეთ დაზღვევის უპირატესობით და დააზღვიეთ უფრო მეტი, ვიდრე გგონიათ.