„ჩემთვის და არც სხვა პარტიებისთვის არავის უკითხავს რატომ იშლება „ძალა ერთობაშია“, ხან შევეკითხოთ ერთმანეთს და ხან არ შევეკითხოთ, ამას ნიჰილიზმი და ნგრევა მოაქვს“, - ამის შესახებ დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციურ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
თაკო ჩარკვიანის თქმით, გაერთიანების მხრიდან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული.
ჩარკვიანი ამბობს, რომ მისი წინადადებაა ხვალიდან გაერთიანება იმ მდგომარეობას დაუბრუნდეს, როცა შეკრული იყო.
„ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. ახლა იმ განწყობით ვარ, რომ ძალა ერთობის დრო არის. 2016 წელს კერძოდ მსხვილი ოპოზიციური პარტია საკმაოდ დაბალ ნიშნულში იმყოფებოდა. 2018 წელს ჩვენ თვალცრემლიანი ბიძინა ივანიშვილი გვახსოვს.
რა არის ჩემი ხედვა? როდესაც ზაფხულში ჩრდილოვანი კაბინეტი დასახელდა, ხალხს ესმოდა რომ ოპოზიციის გაერთიანებაა ეს. ჩემთვის არავის უკითხავს მაგალითად და არც სხვა პარტიებისთვის თუ რატომ იშლება. ამიტომ, ხან შევეკითხოთ ერთმანეთს და ხან არ შევეკითხოთ, ამას ნიჰილიზმი და ნგრევა მოაქვს.
ჩემი წინადადებაა, მოდით ხვალიდან დავუბრუნდეთ მდგომარეობას, როცა შეკრული ვიყავით, მაგრამ ვკითხოთ ერთმანეთს. მაშინ ჩვენ ერთმანეთს ვეკითხებოდით. მაშინ პარტიაც კი არ მქონდა და მე არ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ჩვენ ყველანი პარიტეტულ საწყისზე ვიკრიბებოდით და ყველანი ერთმანეთს ვეკითხებოდით, ისეთ უმსხვილეს გადაწყვეტილებას, ვიდრე 20 ივნისი მოვიდა.
20 ივნისის შემდეგ ერთ-ერთი აქციის გასაღები ერთ-ერთი პარტიის ხელში და პირდაპირ ხელს ვადებ, რატომ აღმოჩნდა გასაღები „ევროპული საქართველოს“ ხელში. ჩვენ იდეალისტებმა უნდა ვიბრძოლოთ, რომ ქვეყანა რუსულ ორბიტაზე არ აღმოჩნდეს. ვიღაცებს ერთმანეთის მიმართ ჯიბრი აქვთ და ამით ზარალდება პროცესი, ქვეყანას ვკარგავთ და ხალხი შიმშილობს.
მეტი კოორდინაცია უნდა გვქონდეს და „ძალა ერთობა“ დავარქვათ ისევ. ბოკერიას ჭკუაზე ნუ ივლით ამხელა გაერთიანება“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.