როკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის გასამტყუნებლად ბრალდების მხარეს საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა, რაც სასამართლოს განაჩენით დადასტურდა.
მისი თქმით, პროკურატურა საქმის შესახებ მომდევნო გადაწყვეტილებებს განაჩენის გაცნობის შემდეგ მიიღებს.
„მივიღებთ სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს, გავეცნობით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გასამტყუნებლად, ეს დადასტურდა, რადგან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში ცნობილი იქნა დამნაშავედ“, - აღნიშნა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მათი საპატიმრო სასჯელები გაუქმდა.