“სამწლიანი მარაზმი დასრულდა! სამწუხარო მარტო ის კი არ არის,რომ ამ ხნის განმავლობაში ჩირქს ცხებდნენ და მორალურად კლავდნენ ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს, არამედ ისიც, რომ ამას აკეთებინებდნენ ახალგაზრა ე. წ. დამოუკიდებელ პროკურორებს” – ასე ეხმაურება ჯაფარიძე-ხაზარაძეპწერეთლის საქმეს მსოფლიო ბანი, ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე.
“სამწლიანი მარაზმი დასრულდა!
სამწუხარო მარტო ის კი არ არის,რომ ამ ხნის განმავლობაში ჩირქს ცხებდნენ და მორალურად კლავდნენ ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს, არამედ ისიც, რომ ამას აკეთებინებდნენ ახალგაზრა ე. წ. დამოუკიდებელ პროკურორებს, რომლებსაც ეს პროცესი მთელი ცხოვრება გაყვებათ შავ ლაქად.
ერთი კარგი რამ კი მოხდა,რომ ქართული ოცნების წევრები დარწმუნდნენ,რომ ივანიშვილი მათ გამოიყენებს და როგორც ნახმარ წინდებს ისე მოისვრის სანაგვეში.
p.s.მართლა გულით მეცოდებიან ეს ახალგაზრდები,” – წერს პაატა ბურჭულაძე.
შეგახსენებთ, 3 წლიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამარლომ მოსამართლე გიორგი არევაძემ, “ფულის გათეთრების საქმეში” ბრალდებული ბიზნესმენების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის” მიმართ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 180- მუხლით, რაც თაღლითობასგულისხმობს. თაღლითობის ნაწილში დამნაშავედ ცნეს და 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელისგან.