კულტურის სამინისტროზე ჩემ პასუხს მოგვიანებით მოგახსენებთ, მანამდე კი მათ ვურჩევ – განცხადების ქვეშ კომენტარებს ნუ შლიან
“ქალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა სოლიდარობისთვის, ყურადღებისა და ინტერესისთვის.
დღეს, მოგვიანებით, მოგახსენებთ ჩემ პასუხს სამინისტროს განცხადებაზე.
ჟურნალისტებსაც ვთხოვ ცოტა ხანი მაცალონ.
მანამდე კი სამინისტროს ვურჩევდი, რადგან „სამართლიანად აღშფოთებულ მოქალაქეთა“ აზრი აინტერესებთ – განცხადების ქვეშ კომენტარებს ნუ შლიან, მოქალაქეები არიან აღშფოთებულნი ასეთი საქციელით.
რადგან სამინისტრომ საჯარო გახადა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე კი საზოგადოების შეწუხება არ მინდოდა – მოგახსენებთ რომ კოვიდის მიუხედავად თავს კარგად ვგრძნობ და ახლა განმეორებითი პსრ-ტესტი უნდა გავიკეთო,” – წერს ლაშა ბაქრაძე.