ის ადამიანები, ვინც თავის დროზე მთელი კულტურის მოღვაწეები ჩარეცხა, დღეს კულტურის მინისტრს მოუწოდებენ, ლექსის ქურდს თავი დაანებეთო. რეპრესიებზე ის ადამიანები ყვირიან, რომელთაგან ერთი ნაწილი სულ რამდენიმე წლის წინ თავად ატერორებდა მთელ ერს და მეორე ნაწილი კი ამ ყველაფერს ჩუმად უყურებდა. – ამის შესახებ ექპსერტი ლევან ნიკოლაიშვილი სპციალურ ქსელში წერს.
“თეა წულუკიანი კულტურის სფეროს აჯანსაღებს და სწორედ ამას ემსახურება მისი გადადგმული თითეული ნაბიჯი. ასე რომ, ვინც ამ სფეროში ხელის მოთბობას არის მიჩვეული, რა თქმა უნდა, მათთვის ეს რეფორმები მტკივნეულია და თეა წულუკიანიც მიუღებელი” – წერს ლევან ნიკოლაიშვილი.
შეგახსენებთ, კულტურის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: მოვითხოვთ, ქართული ლიტერატურის მუზეუმმა შეწყვიტოს ელენე ბაქრაძის (დარიანი) გამოცემა, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი.
განცხადებაში საუბარია უშუალოდ ლაშა ბაქრაძეზეც, სადაც ვკითხულობთ: “რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია”.