“მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი გაბუნია გახდა. ამის შესახებ გვარამიამ ფეისბუქგვერდზე დაწერა.
გვარამიას თქმით, პოსტ ფაქტუმს გაბუნიას ნაცვლად მიხეილ სესიაშვილი წაიყვანს და გადაცემის ჯგუფს შეუერთდება ჟურნალისტი ბექა ყორშიაც.
როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, სხვა სიახლეებს მოგვიანებით აცნობებს საზოგადოებას.