შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ.
შეკრებილები პოლიციელის მიერ არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის ფაქტს აპროტესტებენ.
„ეს პოლიცია უკვე არის წახალისებული. რეალურად ეს ფაქტი, რაც დღეს მოხდა არის წახალისება, რომ მათ აქვთ ყველაფრის უფლება. მინდა ვთხოვო ბატონ ვახტანგ გომელაურს, გამოვიდეს ვინმე კომპეტენტური პირი და გვითხრას, რომ ეს მოძალადე შესაბამისად დაისჯება. ეს პოლიციელი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, ეს არის ჯგუფური დანაშაული, აუცილებლად უნდა მოგცენ პირობა იმისა, რომ კანონები გადაიხედება, რადგან ეს არ იყო ცემა, ეს იყო წამება“, - განაცხადა შშმ პირების უფლებადამცველმა.