ძალადობა შშმ პირზე საქართველს სისხლის სამართლის კოდექსით არის დამამძიმებელი გარემოება და ნებისმიერი პირი, ვინც ხელს აღმართავს შშმ პირზე, ან არ გაუფრთხილდება პოლიციელის ღირსებას, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. – ასე აფასებს მედიაში გავრცელებულ ვიდეოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ოცნების” წევრი რატი იონათამიშვილი.
“ნებისმიერი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და კიდევ უფრო მიუღებელია იმ პირის მხრიდან, ვინც უნდა იცავდეს მართლწესრიგს, ევალება ძალადობაზე კანონიერი რეაგირება და მისი აღკვეთა.
ძალადობა შშმ პირზე საქართველს სისხლის სამართლის კოდექსით არის დამამძიმებელი გარემოება და ნებისმიერი პირი, ვინც ხელს აღმართავს შშმ პირზე, ან არ გაუფრთხილდება პოლიციელის ღირსებას, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.
ასევე, ამორალურია, ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა და მისი მეშვეობით პოლიციის, ან სახელმწიფოს დისკრედიტაციის მცდელობა. მით უმეტეს, იმ ადამინების მხრიდან, ვინც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქმნიდა სისტემურ ძალადობას, მათ შორის, შშმ პირების მიმართ და ახლა სიტყვიერად ეწევა სიძულვილის ენის პროპაგანდას, ასევე, გენდერის, ან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით.
ჩვენ გვყავს ღირსეული სამართალდამცავები, ვინც უწყვეტ რეჟიმში, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, იცავენ საზოგადოებრივ მართლწესრიგსა და უსაფრთხოებას.
ასევე, მედიას, ვინც მეტი “დრამატიზმისთვის” ხმარობს ტერმინს – “ყრუ-მუნჯი”. შშმ პირთა ორგანიზაციების ნებისმიერ სახელმძღვანელოში ნახავთ, რომ “ყრუ-მუნჯი” არის დისკრიმინაციული ტერმინი, ის ხელს უწყობს სტიგმაზე დაფუძნებული ცრუ-წარმოდგენების განვითარებას და მისი გამოყენება დაუშვებელია. უნდა ვთქვათ – ყრუ ან სმენადაქვეითებული პირი/ადამიანი.
მოხარული ვარ, რომ შსს-მ უკვე მოახდინა აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება და ჩვენც დავაკვირდებით პროცესების განვითარებას.” – წერს რატი იონათამიშვილი “ფეისბუქში”.