მომღერალი, ნინო ქათამაძე, გადაცემა “პირველ ხაზში” იმ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად არასრულწლოვან შშმ პირს პოლიციელი.
მომღერალი მიიჩნევს, რომ ასეთი ფაქტების მთავარი მიზეზი განათლების ნაკლებობაა და აგრეთვე, შშმ პირების ნაკლები ინტეგრირება საზოგადოებაში.
“თქვენ ვერ მეტყვით ისეთ ადგილს სადაც ასეთ ადამიანებს მიესვლებათ. ბანკში არ მიესვლებათ, არაა თარჯიმანი, სკოლაში ინკლუზიური სწავლება არ არის. ასეთი ბავშვების ინტეგრაცია არ ხდება საზოგადოებაში.
როდესაც ასეთი ადამიანები ინტეგრირებულები არ არიან, პოლიციელი ნახავს მომენტს, თუ სხვა ადამიანი…
ანუ ჩვენ ვართ მთავარი დამნაშავეები, რომ არ გითხოვთ ასეთი ადამიანების ჩვენს გვერდით ცხოვრებას. ვფიქრობ, აგრესია იბადება იქ, სადაც განათლება არ არის. განათლება და ინტეგრირებაა გამოსავალი, რადგან ყველა ადამიანს აქვს სრულყოფილი ცხოვრების უფლება”, – განაცხადა ნინო ქათამაძემ.