საქართველოსთვის ზიანის მომტან კიდევ რა დათმობებზე წახვედით რუსეთთან? – ამ შეკითხვით უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე “ნაციონალური მოძრაობას” მიმართავს.
“ნაციონალებო, თქვე უტიფრებო!
ყოფილნო თუ ამჟამინდელნო! რომლებიც პასუხისმგებლნი ხართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევასა და 20%-ის გასხვისებაზე, სანამ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე ივიშვიშებთ და მხარდამჭერ პეტიციაზე იზრუნებდეთ, იქნებ ჯერ ქართველ ხალხს აგვიხსნათ, კონკრეტულად რა მოღალატეობრივ შეთანხმებას მოაწერეთ ხელი რუსეთთან ომის “მოგებისთანავე”
– კაპიტულაციისა და ცეცხლის შეწყვეტის ცალმხრივი ვალდებულებების გარდა?
საქართველოსთვის ზიანის მომტან კიდევ რა დათმობებზე წახვედით რუსეთთან?
პ.ს. “უკუდო ხარი თავისთვის არ იყო და სხვებს ბუზებს უგერიებ დაო”” – წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.