ოპოზიციის სტრატეგია არ მომწონდა, უპირველესად “ნაცმოძრაობის” და გამოჩნდა კიდეც – რეტინგი წამოვიდა ქვემოთ, – ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა
“პირდაპირ გეტყვით, ოპოზიციის სტრატეგია არ მომწონდა. დასამალი არაფერია, რომ უპირველესად მსხვილი ოპოზიციური პარტია მოქმედებს. გამოჩნდა კიდეც, შედეგით დაიდო – შესაძლოა 9% არ არის და ცოტა მეტი იყოს, მაგრამ ხომ ხედავთ, წამოვიდა რეიტინგი ქვემოთ. რაღაცაში არის საქმე.
მიფიქრია და ჩემდა სამწუხაროდ ვაწყენინე ბევრს, მაგრამ ღმერთმა იცის, რომ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა, ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს. ეს ხომ ქვეყანა აღარ არის, უკვე ჯოჯოხეთია. სჯობს, შენიშვნები უფრო მივიღოთ, ვიდრე გავნაწყენდეთ. ბევრი ახალგაზრდა ლიდერი უფრო ნაწყენდება ხოლმე. ამომრჩეველმა თავად გამოიტანა დასკვნა და თავად აძლევენ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შენიშვნებსსოციალურ ქსელში. მე ეს მომწონს. ფინალში დასავლური ვექტორი იაზროვნებს ისე, სადაც დაინახავს სწორ დასავლურ ვექტორს. ოპოზიციურ გაერთიანებას იდეა აკლია,” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.