საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს კირილს აღსაყდრების დღე მიულოცა.
ქვენო უწმინდესობავ!
მიიღეთ ჩვენი გულითადი მილოცვა თქვენი აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით.
მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ თქვენი პირველმსახურების წლების განმავლობაში თქვენ შეიტანეთ დიდი წვლილი რუსეთში სულიერების და ტრადიციული ღირებულებების აღდგენაში. დღეს, როგორც არასდროს, მთელი მსოფლიო დგას დიდი გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სულიერ და მორალური ღირებულებებს." -აღნიშნულია მისალოც წერილში.