ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი „მთავარი“ არხის ეთერში აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა არასწორად მიმდინარეობს და მისი უფლებები ექიმების არშეშვებით ირღვევა.
მისი თქმით, ექსპერტებს ექსპრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობას ამ დრომდე არ აძლევენ.
ამასთან ჯიშკარიანი ამბობს, რომ სააკაშვილს მძიმე ნევროლოგიური პრობლემა აქვს.
„მიმდინარეობს და გრძელდება მიხეილ სააკაშვილის წამება. ის, რომ ადამიანს არ აქვს ხელმისაწვდომობა მინიმალური სტანდარტის ჯანმრთელობის დაცვის, ადეკვატური მკურნალობის წამებაა და ეს გრძელდება დიდი ხანია. არაადეკვატურმა სამედიცინო მომსახურებამ გამოიწვია ქრონიზაცია პროცესის და მას აქვს ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც ძალიან დიდი რისკია ქრონიკულად დარჩეს და გამოიწვიოს ცუდი შედეგები.
მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა, რომელიც დოკუმენტში ჩავწერეთ, არ უტარდება, პირიქით, საწინააღმდეგო მკურნალობა მიმდინარეობს. მას აქვს ნევროლოგიური პრობლემები და არ არის რეკომენდებული ანტიფსიქოზური პრეპარატის გამოყენება, თუმცა, ამის მიუხედავად მას ეს პრეპარატი ეძლევა.
მიხეილ სააკაშვილს აქვს ბევრი პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ. ეს არის დამოკიდებული არტერიული წნევის მერყეობასთან, რეფიდინგთან, ნევროლოგიურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.