„სასამართლო რეფორმა უბედურება იყო და მიხეილ სააკაშვილი თავად მოყვა ამ გაუბედურებული რეფორმის ქვეშ“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა გაამგზავრონ და გაუშვან ელემენტარულად სარეაბილიტაციოდ მიხეილ სააკაშვილი.
„მთელმა საქართველომ და მსოფლიომ ნახა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარი არ არის. 4 თვეა აქტუალურია მიხეილ სააკაშვილის თემა. ეს თვეები ნამდვილად არავის არ ეძინა, ჩვეულებრივი პოლიტიკოსის გამო ასე არ ხდება ხოლმე, არეული იყო მთელი საქართველო. საზოგადოებისთვის აქტუალური უნდა იყოს თემა: მოკვდება თუ არა რუსეთთან დაპირისპირებული პრეზიდენტი ციხეში. ექიმთა კონსილიუმი ამბობს, რომ მძიმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაბამისად სირცხვილია თუ არ იქნება ეს თემა უპირველესი. ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც დღეს რაიმე თანამდებობაზე იმყოფება, როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი სახელი და გვარი ოდესმე საქართველოში ახსენოს ნორმალურად ამ ადამიანს რომ რამე დაემართოს ციხეში. სასწრაფოდ უნდა გაამგზავრონ და გაუშვან ელემენტარულად სარეაბილიტაციოდ. მომხრე ვარ, მიხეილ სააკაშვილი გაუშვან აქედან. სასამართლო რეფორმა იყო უბედურება და მიხეილ სააკაშვილი თავად მოყვა ამ გაუბედურებული რეფორმის ქვეშ“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.