„დეზინფორმაციულ მედიასაშუალებებს ვთხოვ, გამოაქვეყნეთ ჩვენი უკრაინაში შეჭრის გრაფიკი - მინდა შვებულება დავგეგმო“ - მარია ზახაროვა
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, ტელეგრამით ამერიკულ და ბრიტანულ „მასობრივ დეზინფორმაციის მედიასაშუალებებს“ მიმართა და ირონიულად სთხოვა, გამოაქვეყნონ რუსეთის უკრაინაში შეჭრის განრიგი, რათა შვებულება დაგეგმოს.
ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.„თხოვნა აშშ-სა და ბრიტანულ დეზინფორმაციულ მედიას Bloomberg-ს, The New York Times-ს, The Sun-ს და ა.შ. - გამოაცხადეთ ჩვენი „შეჭრის“ განრიგი მომავალი წლისთვის. მინდა დავგეგმო შვებულება“, - წერს ზახაროვა ტელეგრამზე.