პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ფორმულას“ ეთერში აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად დაყენებას მიესალმება.
კანონი და სამართლის“ ლიდერი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტას სამარცხვინოს უწოდებს.
„სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა ბადრი ჯაფარიძისთვის სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო. მას უწოდებენ თაღლითს და გამამტყუნებელი განაჩენი მის მიმართ არ დამდგარა. „ლელოს“ გადაწყვეტილებას ბადრი ჯაფარიძის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად დაყენების შესახებ მივესალმები“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
„კანონი და სამართლის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილის საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, მეზვრიშვილი იმის მაგივრად რომ პასუხს აგებდეს დღეს ეკრანებიდან „ტლიკინებს“.
„სისტემა ვინ არის? ეს არის უსაფრთხოება, რომელსაც არ აქვს გაკონტროლებული საზღვრები. საქართველოს ექსპრეზიდენტმა ფანტასტიკური პოლიტიკური აქტი მოგვაწოდა, როდესაც დაანახა ყველას, უშიშროება არ არსებობს და საზღვრები დაუცველია. სისტემის ნაწილი არის კობახიძე, ასევე, მეზვრიშვილი, პასუხს რომ უნდა აგებდეს და ახლა აღვირახსნილად „ტლიკინებს“ ეკრანზე.
გახარიას პარტიამ უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და მე ამ პარტიასთან უნდა ვითანამშრომლო? ვისაც უნდა იმან ითანამშრომლოს, ასე არ ვთამაშობ, მაქვს ხალხის და ამომრჩევლის პოზიცია. ალიანს აკეთებენ იმ დამნაშავეთა გუნდთან, რომელმაც რუსეთთან ბრძოლაში პატრიოტებს თვალები დათხარა, შემდეგ პრემიერ-მინისტრად მოვიდა და დღეს არ უჭერს მხარს მესამე პრეზიდენტის კომისიის შექმნას“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.