აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას უახლოეს მომავალში გეგმავს.„სამწუხაროდ, როგორც ახლა ვხედავთ, ყველაფერი ვითარდება ზუსტად ისე, როგორც მე ვთქვი რამდენიმე დღის წინ გაეროს უშიშროების საბჭოში, არის პროვოკაციების შეთხზვა, რომელიც შემდეგ გამოიყენება რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საბაბად დონბასში და უფრო ფართოდ უკრაინაში“, - განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, აშშ-ს მოუწევს უპასუხოს რუსეთის აგრესიას. ბლინკენმა, ასევე, დაადასტურა, რომ უკრაინაზე თავდასხმის ყველა ადრე გამოქვეყნებული სცენარი განიხილებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ.