არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ არ იცი რას ნიშნავს სამხედრო დაკრძალვები ყოველდღე ყველა რეგიონში და არც ერთმა ევროპულმა ლიდერმა არ იცის, რას ნიშნავს ყოველდღიური შეხვედრები დაღუპულთა ოჯახებთან. - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ქვეყანა ქედს არ უნდა იხრიდეს იმის გამო, რომ სხვა სახელმწიფოებისგან სამხედრო დახმარებას იღებს, რადგან უკრაინა უკვე 8 წელია ფარად დგას რუსეთსა და დასავლეთს შორის.
"ჩვენ გვაძლევენ 100 ერთეულ თანამდეროვე იარაღს, ან 5 000 ჩაფხუტს. ვაფასებთ ნებისმიერ დახმარებას, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, ეს რ არის საქველმოქმედო შენატანი, რომელსაც უკრაინა უნდა ითხოვდეს, ან რომლის შესახებაც უნდა შეახსენოს პარტნიორებს. არც კეთილშობილური ჟესტია, რომლის გამოც უკრაინა ქედს უნდა იხრიდეს. ეს თქვენი შენატანია უკრაინისა და მსოფლიოს უსაფრთხოებაში, რაშიც უკრაინა უკვე 8 წელია ასრულებს ფარის როლს და 8 წლის განმავლობაში აჩერებს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ჯარს, რომელიც დგას ჩვენი საზღვრის გასწვრივ და არა ევროკავშირის", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი არსად შეჭრას აპირებენ, მაგრამ თუ რუსეთი სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს, ამისთვისაც მზად არიან.
"არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ არ იცი რას ნიშნავს სამხედრო დაკრძალვები ყოველდღე ყველა რეგიონში და არც ერთმა ევროპულმა ლიდერმა არ იცის, რას ნიშნავს ყოველდღიური შეხვედრები დაღუპულთა ოჯახებთან. ჩვენ კუბოში ჩაწოლასა და რუსი სამხედროების ლოდინს არ ვაპირებთ, ჩვენ არავისზე თავდასხმას არ ვაპირებთ, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვართ",- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.