უკრაინული მხარის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით განადგურებულია 2800 ოკუპანტი. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი განა მალიარი ავრცელებს.
„რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევა გრძელდება. 15:00 საათის მონაცემებით განადგურებულია აგრესორის 80-მდე ტანკი, საბრძოლო მანქანები, 7 ვერტმფრენი და დაღუპულია 2800 ოკუპანტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.