ბორის ჯონსონმა მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსთის SWIFT-იდან გათიშვაზე
დამატების თარიღი 22:33, 25 თებერვალი, 2022 22
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსთის SWIFT-იდან გათიშვაზე, რათა რაც შეიძლება მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს.
დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე თქმით, მზადდება სანქციების მესამე პაკეტიც.