უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა კიევის ერთ - ერთ რაიონში, ოჯახის სამი წევრი ქუჩაში დახოცეს.
ცნობილია რომ ოჯახი კიევიდან გასვლას ცდილობდა, რა დროსაც ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მსუბუქ ავტომანქანას. დაღუპულია ცოლ-ქმარი და ერთი მცირეწლოვანი.