უკრაინა რუსეთს ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივის. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 თებერვალს გაავრცელა.
„უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ მიმართა გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალს. რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აგრესიის გასამართლებლად გენოციდის მცდელობის გამო. ჩვენ ვითხოვთ სასწრაფო გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც დაავალდებულებს რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი უკვე მომავალ კვირას დაიწყება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი შეფასებით, “რუსეთის კრიმინალური მოქმედებები უკრაინაში”, გენოციდის ნიშნებს შეიცავს.
ის იხსენებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიცემულ და შემდეგ დარღვეულპირობას, რომ საომარი მოქმედებების დროს სამიზნე იქნებოდა მხოლოდ საომარი სამხედრო ინფრასტრუქტურა და არა ქალაქები და სამოქალაქო პირები.
“ისინი იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ სამიზნეში არ ჰყავთ ამოღებული სამოქალაქო პირები. სამხედრო ინტერვენციის პირველი საათებიდან, რუსეთი ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. თავიდანვე აირჩიეს ხალხზე თავდასხმის ტაქტიკა. ელექტროსადგურები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და საცხოვრებელი სახლები – ყველაფერი თავდასხმის ქვეშაა. იმის გამო, რასაც ოკუპანტი აკეთებს, ხარკოვში, კიევში, ოდესასა და სხვა ქალაქებში, საერთაშორისო ტრიბუნალს შეესაბამება. ” – თქვა 27 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა.