უკრაინის დედაქალაქ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას მიმართა.
მისი თქმით, დედაქალაქში ვითარება კვლავ რთული იქნება, ამიტომ კიეველებს ღამის გათევისკენ მოუწოდებს.
„ძვირფასო კიეველებო, ღამე ისევ რთული იქნება. ჩვენი სამხედროები ემზადებიან დედაქალაქის დასაცავად. ჩვენი მტერი სატანისტურია, რადგან იგი მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამოქალაქო კორპუსებს ესვრის. მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მთელ უკრაინაში გმირულად იბრძვიან. დღეს ვიყავი ფორტიფიკაციაზე, რომელსაც კიეველები აშენებენ, რათა მტრის არმია ჩვენს ქალაქში არ მოხვდეს - ეს არის უკრაინელი ხალხის სული, სამხედროც და სამოქალაქოც“, - განაცხადა კლიჩკომ.