სამხრეთ ხარკოვის ოლქის მერი, მისი მოადგილე, ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს უფროსი და უბნის ინსპექტორი ღალატის მუხლით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს 28 თებერვალს სპეცოპერაცია ჩატარდა. სამხრეთის მერი ბ-ნი ბრაუხანოვი, მისი მოადგილე, ადგილობრივი სამხარეო პოლიციის უფროსი და უბნის ინსპექტორი „ღალატის“ მუხლით დააკავეს. ეს უნდა გაიგონ მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ომი გვაქვს“, - აცხადებს ოლეგ სინეგუბოვი.