კუპიანსკის მერი ქალაქის რუსებისთვის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს. „ხარკოვის საოლქო პროკურატურამ კუპიანსკის მერის ქმედებას დაუყოვნებლივ და კანონის შესაბამისად უპასუხა“ - განაცხადა ვენედიქტოვამ.
გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ 27 თებერვალს კუპიანსკის მერმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სარდლობას დახმარება შესთავაზა. მერი რუს სამხედროებს ტრანსპორტით, საცხოვრებელი ფართით, საწვავითა და საკვებით უზრუნველყოფდა.
„ყველას, ვინც ჩვენი მიწის ნაკვეთსაც კი გადასცემს ოკუპანტებს, სამართლიანი სასჯელი ემუქრება“, - დასძინა ვენედიქტოვამ.