არსებობს მტკიცებულება, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინის ურალის ბუნკერში იმალება. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა. პუტინი უკვე მე-5 დღეა ურალის ბუნკერშია... ბუნკერში ყოფნის ფაქტი 100%-ია. მის ურალში ყოფნას ადასტურებს ადამიანების გარკვეული წრე და ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან“, - აცხადებს დენისენკო.
დენისენკო ამბობს, რომ პუტინს პარანოია აქვს.
„ახლა მას პარანოია აქვს. ხვდება, რომ უკრაინასთან ომი გაუმართლებელი იყო და ყველაფრის ეშინია“, - დასძინა ვადიმ დენისენკომ.