„დამიკავშირდა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი და მთხოვა, მადლობა გადამეცა რუსთაველზე შეკრებილი ხალხისთვის“, - წერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
სააკაშვილი უკრაინელ მაღალჩინოსანთან საუბრის დეტალებზე წერს.
მისი თქმით საუბრის მთავარი თემა უკრაინელი ხალხის მადლობა იყო, იმ თვალანთებული ადამიანების მიმართ, ვინც უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა.
„დამიკავშირდა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი და მთხოვა, მადლობა გადამეცა რუსთაველზე შეკრებილი ხალხისთვის. მე ამდენი თვალებანთებული ახალგაზრდის ნახვის შემდეგ არასდროს ვყოფილვარ ასე ამაყი.
"ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება".
ე.ი. სწორ დროს ჩამოვედი აქ.
ასევე ერმაკმა მთხოვა, მადლობა გადამეცა მოხალისეებისთვის, ვინც მიდის უკრაინაში. მათ იქ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი მოუთმენლად ელიან“, - წერს სააკაშვილი.