ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო საინფორმაციო „როიტერი” ავრცელებს
„უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით, ფედერალურმა საბჭომ 28 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ 23 და 25 თებერვალს დაწესებული სანქციების პაკეტების დამტკიცების შესახებ“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
შვეიცარიამ ასევე დააწესა ფინანსური სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, პრემიერ მინისტრის მიხეილ მიშუსტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ.
შვეიცარია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ. ჩვენ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენთ უკრაინელებს, რომლებიც ომმა აიძულა პოლონეთისთვის შეეფარებინათ თავი, – განაცხადა შვეიცარიის მთავრობამ