ავტომობილის შესაძენად, ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯებისთვის, ავტო სესხის აღება კარგი გადაწყვეტილებაა. MBC-ის ავტო სესხი იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისაც ავტო სესხის მიღება გამარტივებული პროცედურებით, ონლაინ რეჟიმში სურს. MBC ავტომობილის უმაღლეს შეფასებას გთავაზობთ და სესხის აღებისას მანქანას თქვენს საკუთრებაში ტოვებს. კომპანია თითოეული მომხმარებლის საჭიროებებს ითვალისწინებს და ინდივიდუალურ გადახდის გრაფიკს ადგენს.
რა უნდა გაითვალისწინოთ სესხის აღებისას?
MBC-ში ავტო სესხის აღების მოქნილი პირობები მოქმედებს. სესხის აღება მოქალაქეებს 20 წლის ასაკიდან შეუძლიათ. განაცხადის შესატანად მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს პასპორტი/ ID ბარათი და რეგისტრაციის მოწმობა. კომპანია სესხს 72 თვიანი ვადით გთავაზობთ, რა დროსაც ავტომობილი მფლობელის საკუთრებაში რჩება.
MBC-ში 50 ათას ლარამდე ავტო სესხის აღება ორი გზით შეგიძლიათ: მიბრძანდეთ კომპანიის ახლომდებარე ფილიალში და შეავსოთ განაცხადი; ან ონლაინ გაიროთ იდენთიფიკაციისა და განაცხადის შევსების პროცედურა და ფილიალში მისვლის გარეშე, უმოკლეს დროში დაიმტკიცოთ სესხი.
გაითვალისწინეთ, რომ ლიზინგისგან განსხვავებით, ავტო სესხის აღების დროს ავტომობილი თქვენს მფლობელობაშია, რაც სესხის განკარგვის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
MBC-ის ავტო სესხის აღებისას თქვენ აღარ მოგიწევთ წლების განმავლობაში ლოდინი სასურველი ავტომობილის შესაძენად. საკრედიტო ისტორიის მიუხედავად, კომპანია ნებისმიერი მომხმარებლის დაფინანსებას განიხილავს. სესხის აღებისას სამ თვემდე საშეღავათო პერიოდით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
თუ უკვე ფლობთ სესხს სხვა საფინანსო ორგანიზაციაში, რომლის მიერ შემოთავაზებული პირობებიც არ გაკმაყოფილებთ, MBC-ში შეგიძლიათ მარტივად დაპორტირდეთ. კომპანიაში განბაჟებასა და იმპორტზეც ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს (ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 21%-დან, ეფექტური -23.7%-დან).
ავტო სესხის აღებისას მიღებული ფინანსური რესურსის გამოყენება საჭიროებების მიხედვით შეგიძლიათ, რადგან MBC-ში ავტო სესხის მიზნობრიობა მხოლოდ მანქანის შეძენით არ შემოიფარგლება. თქვენს საჭიროებებზე მორგებული გადახდის გრაფიკით დადგენილი ყოველთვიური შენატანი ფარავს როგორც ძირითად თანხას, ასევე დარიცხულ სარგებელს.
სესხის გაცემის მოხერხებული პროცედურის დახმარებით და გადახდის მოქნილი პირობებით, MBC არაერთი საფინანსო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ ავტო სესხს უწევს კონკურენციას და მომხმარებლების ნდობას იმსახურებს.