მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს! ვდგავარ პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში და უკრაინის გვერდში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ჩართვისას განაცხადა.
„ეს არის ჩვენი კულტურისა და ტრადიციის ღირსება, ქართველი ხალხის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის! ჩვენც იქ ვართ და იქ ვიქნებით და მინდა, რომ აქედან პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა გამოვუცხადო. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს! ამისთვის ძალიან დიდი მადლობა!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.