ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქალაქ ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. „ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, ოსეთი რუსეთს მხარს უჭერს. „ოსეთი ნაციზმის წინააღმდეგ გამოდის“ - ეწერა პლაკატებზე.
აქციის მონაწილეებმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ აღიარებას და უკრაინაში სამხედრო აგრესიას მხარი დაუჭირეს.