რუსეთიდან აფრენილი საპრეზიდენტო ბორტი ილ 96-300 აშშ-ის მიმართულებით გაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაცია TELEGRAM არხებსა და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, დაკეტილი ცის გამო თვითმფრინავი მოსკოვიდან ჯერ სანკტ-პეტერბურგში ჩაფრინდა, საწვავი შეავსო და ნეიტრალური წყლებით ვაშინგტონში გაფრინდა.
ამ დროისთვის, უცნობია ვინ იმყოფება ბორტზე და რა მიზნით მიფრინავს აშშ-ის დედაქალაქში.