კრემლის პროპაგანდისტს, ჟურნალისტ მარგარიტა სიმონიანს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს.
„სიმონიან მარგარიტა, თქვენ ხართ ეჭვმიტანილი. სასწრაფოდ გაცნობებთ, რომ უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გამომძიებელმა მოსამართლემ, მოისმინა უკრაინელი პროკურორების არგუმენტები, რომლებიც მოყვანილია შესაბამის შუამდგომლობით და მოტივირებულად მიმაჩნია. თქვენ შეყვანილი იქნებით საერთაშორისო ძებნილთა სიაში. პროცედურები უახლოეს დღეებში დაიწყება.
უკრაინის პროკურატურის განცხადებით და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენ დაგაპატიმრებენ სხვა სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთისას უკრაინაში შემდგომი ექსტრადიციის მიზნით.
მე მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ბრმად არ უნდა დაუჯეროთ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც, დიდი ალბათობით, გირჩევენ არ ინერვიულოთ. დაიქირავეთ კარგი იურისტები და გაიარეთ კონსულტაცია“, - აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა.
შეგახსენებთ,რომ გარდა სიმონიანისა, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა ტელეწამყვან თინა კანდელაკს და საბჭოთა ცნობილ რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვს.